მოგესალმებით, მინდა მოგითხროთ  პროექტის "არ დაემონო თამბაქოს, იყავ ჯანმრთელის!" შესახებ, რომელიც განხორციელებულია 2013 წელს მეათე კლასელების მიერ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ანონიმური სასკოლო კვლევა მწეველობასთან დაკავშირებით და გამოიკვლიეს 8–12 კლასის მოსწავლეები. მათ დაამუშავეს მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით. მოიძიეს ინფორმაცია ორგანიზმზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები. ინდივიდუალურად დაამზადეს ანტისარეკლამო ბუკლეტები და განახორციელეს აქია "არ დაემონო თამბაქოს!!!"

p.s.
2015 წლის ოქტომბერში, სხვა კლასის მოსწავლეების მიერ, განხორციელდა მსგავსი სასკოლო კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ბლოგების კონკურსის "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშეს" ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო ჩემს მოსწავლეებს, იმ განცდების გამო, რაც ამ ბლოგის ნახვის შემდეგ დამეუფლა. ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში პროექტებით სწავლება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული მსგავსი აქტივობები, რამდენად ახდენს იმ უნარების განვითარებას, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე დამოუკიდებლად შექმნან მსგავსი ბლოგები და სწორად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და ინდივიდუალობა.